ვაქცინაცია

თურნავა: დღეს შეგვიძლია, ვაქცინაციის მეშვეობით არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და ვმართოთ პანდემია

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაქცინაციის მეშვეობით არ ჩავკეტოთ ეკონომიკის ძირითადი დარგები და ამავდროულად ვმართოთ პანდემია. ჩემი რეკომენდაცია, მოწოდება, გნებავთ თხოვნა ან პირადი მაგალითი არის, რომ რაც შეიძლება მალე ავიცრათ. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ ორივე ამოცანა არის აბსოლუტურად თავსებადი. რაც შეეხება უსაფრთხო არჩევნებს, ჩვენი ამბიციაა, რომ სამაგალითო არჩევნები, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, არა მხოლოდ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით, არამედ ეპიდემიოლოგიურადაც სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები