სტივენ კინგი

სტივენ კინგი კორონავირუსის შესახებ რომანის დაწერას გეგმავს

Deadline

სტივენ კინგი ვუპი გოლდბერგის შოუს ეწვია, სადაც თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი კორონავირუსის პანდემიის შესახებ რომანის დაწერას გეგმავს.

"მინდა, წიგნი მივუძღვნა უშუალოდ კორონავირუსს. 2020 წლის მოვლენებს დავაჯამებ და ვეცდები, რომანად ვაქციო. საკმაოდ რთული სამუშაო მელის". – ამბობს მწერალი.

კინგისთვის მსოფლიო პანდემიის თემატიკა უცხო არ არის. 1978 წელს გამოცემული მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რომანის, The Stand-ის სიუჟეტი სასიკვდილო ვირუსის ეპიდემიის შემდეგ, პოსტ აპოკალიპტიკურ სამყაროში ვითარდება.

კომენტარები