სტივენ კინგი

სტივენ კინგი: ლუ ბეგას მოსმენის გამო ცოლი მშორდებოდა

საშინელებათა ჟანრის დიდოსტატმა სტივენ კინგმა საკუთარი ყველაზე სულისშემძვრელი ისტორია გაიხსენა. სახელოვანი მწერლის თქმით მისი ოჯახი კინაღამ ლუ ბეგამ დაანგრია.

"Mambo N 5 ძალიან მიყვარდა. დისკი ვიყიდე, რომელზეც ორიგინალი ვერსიის გარდა საცეკვაო რემიქსი და ინსტრუმენტალური ვერსიაც იყო. დღე და ღამე ვუსმენდი. ერთხელაც ცოლმა მითხრა: "კიდევ ერთხელ თუ ჩართავ ამ ტრეკს დაგშორდები"". – იხსენებს მწერალი.

1999 წელს ლუ ბეგას მიერ გამოშვებული სიმღერა Mambo N 5 მსოფლიო ჰიტი გახდა. გერმანელმა მომღერალმა 40-იანი წლების კუბური მელოდია დაამუშავა და აკვიატებადი ტექსტი დაურთო. 

ტაბიტა კინგი სტივენ კინგის ცოლი 1971 წლიდან არის. 

კომენტარები