სტივენ კინგი

დარენ არონოვსკიმ სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება $1-ად იყიდა

NPR

საშინელებათა ჟანრის დიდოსტატმა, სტივენ კინგმა საკუთარი ნაწარმოებების ეკრანიზაციის უფლება $1-ად გაყიდა. მყიდველები არანაკლებ ცნობილი რეჟისორები, დარენ არონოვსკი, ბენ სტილერი და რაიან მერფი გახდნენ.

2020 წელს გამოსული წიგნი, If It Bleeds აქამდე გამოუქვეყნებელი ოთხი ნოველის კრებულია.

პირველი ნოველის, Mr. Harrigan's Phone-ის მიხედვით გადაღებული ფილმის პროდიუსერი რაიან მერფი იქნება. სიუჟეტის ცენტრში თინეიჯერია, რომელიც ტელეფონით ეკონტაქტება გარდაცვლილ უფროს მეგობარს.

მეორე ნაწილის, The Life Of Chuck-ის ეკრანიზაციით დარენ არონოვსკი დაინტერესდა. ნოველის მთავარი გმირი ჩარლზ კრანცია, რომელიც 39 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

The Rats-ის მთავარი გმირი მწერალია, რომელიც შემოქმედებითი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ვირთხასთან საბედისწერო ხელშეკრულებას დადებს. ეკრანიზაციის რეჟისორი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი ბენ სტილერი იქნება.

კრებულის კიდევ ერთი, მეოთხე ნაწილი, Let It Bleed ამ ეტაპზე არ გაყიდულა. ნოველის პერსონაჟი ჰოლი გიბნი HBO-ს მიერ ეკრანიზირებულ Outsider-ში გამოჩნდა.

კომენტარები