კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: კანდიდატებს ვთხოვ, ხალხთან შეხვედრისას ატარონ პირბადე

ჩვენი ამოცანა არის COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარება -  ერთის მხრივ, ჩავატაროთ გამჭირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს იყოს COVID-უსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ცესკოს წევრი იყოს აცრილი. სხვა პარტიების კანდიდატებსაც მოვუწოდებ, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესშიც და კიდევ ერთი, რახან იწყება ხალხთან შეხვედრები, ჩვენს კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, ატარონ პირბადე, მაშინ, როცა მოსახლეობას შეხვდებიან და ჩვენს ამომრჩეველსაც ვთხოვ, ატარონ პირბადეები. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.  ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობდა თუ არა თავს უხერხულად ამ ფაქტის გამო, ღარიბაშვილმა უპასუხა: "მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?".

კრიტიკის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფაიზერით აიცრა

კომენტარები