ვაქცინაცია

კრიტიკის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი არხი

კრიტიკის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა. მან ინფექციური საავადმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

პრემიერი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. 

"400 ანტისხეული მაქვს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ავიცრა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი. მივმართავ მოსახლეობას თხოვნით, ყველამ ჩავიტაროთ აცრა".- ამბობს ღარიბაშვილი. 

7 აგვისტოს, ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა. 

ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა. ის აქამდე ვაქცინირებული არ იყო.

 

კომენტარები