კორონავირუსი საქართველოში

საკოორდინაციო საბჭო ფესტივალების და მასშტაბური ღონისძიებების რეგულაციებზე ხვალ იმსჯელებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ფესტივალებისა და მასშტაბური ღონისძიებების რეგულაციებზე ხვალ იმსჯელებს. 

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო, ხვალ, 9 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. 

"წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. ხვალ, 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ხვალ მოგვიანებით შეგატყობინებთ".- თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება. 

"ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა...ძალიან გთხოვთ ხვალამდე მოგვეცით დრო".- თქვა მან. 


8 აგვისტოს, კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა,  დადასტურდა 3 344 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%

კომენტარები