კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, მივაღწიეთ 39 000-მდე აქტიურ შემთხვევას

დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4 ათასამდე ინფიცირებული ყოველდღიურად, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს [დელტა ვარიანტს] გააჩნია არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა და მოსახლეობა უკვე ამას აკვირდება, რომ 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა.

დღესდღეობით, ჩვენ ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 ათასამდე შემთხვევას, საიდანაც 6 500-მდე სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი სასტუმროებში, ხოლო, საკმაოდ დიდი ნაწილი - 25 000-ზე მეტი მკურნალობს ბინაზე.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, გასულ დღე-ღამეში დადასტურდა 3 780 ახალი შემთხვევა. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ია, ბოლო 14 დღის – 8.05% ხოლო 7 დღის – 8.98%.

კომენტარები