კასპი

კასპში კაცი მოკლეს, ხოლო ორი პირი დაჭრეს

Tabula

კასპში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია კაცი, ხოლო დაჭრილია ორი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები