ვაქცინაცია

გაბუნია: გასულ 24 საათში 20 850 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

გრძელდება ინტენსიურად ვაქცინაციის პროგრამა. გუშინ დაახლოებით 19 000 ჯავშანი გაიხსნა ფაიზერზე, თბილისში არის უდიდესი ნაწილი, რადგან თბილისზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია და გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა. 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედის მომცემი მაჩვენებელია და, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო აქტიური გახდება ვაქცინაციის პროგრამა.

ამის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე. საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 885 ტესტი და დადასტურდა 3 670 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი.

კომენტარები