უკრაინა

უკრაინის მთავრობის შენობაში კაცი შეიჭრა და ყუმბარის აფეთქებით იმუქრება [ვიდეო]

4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის უკრაინის მთავრობის შენობაში კაცი შეიჭრა და ყუმბარის აფეთქებით იმუქრება. პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს.

განახლება 12:47: პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა

"კიევში მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ამჟამად, კაცთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კანონდარღვევის ნებაყოფლობით შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში, შემოღებული იქნება კანონით გათვალისწინებული პოლიციური ზომები". – ამბობს კიევის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტი.

ყოფილი სამხედრო, ვლადიმირ პროხნიჩი, რომელიც მთავრობის შენობაში შეიჭრა და ყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ავრცელებს.

ვლადიმირ პროხნიჩი უკრაინის შეიარაღებული სხმელეთო კარის 24-ე ბატალიონის აიდარის ყოფილი წევრია.

პოლიციის თანახმად, პროხნიჩი მოლაპარაკებები 10 წუთი გაგრძელდა და სამართალდამცველებმა ის დაარწმუნეს, პოლიციას ჩაბარებოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროხოჩინმა თავისი მოქმედებების გამო სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა.

კომენტარები