ევროპული საქართველო

ნონიაშვილი: ირმა ინაშვილის განცხადება ქართული ოცნების პრორუსულ ინტერესებს ახმოვანებს

"ირმა ინაშვილის განცხადება ქართული ოცნების პრორუსულ ინტერესებს ახმოვანებს". –ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი, გიორგი ნონიაშვილი პატრიოტთა ალიანსის ლიდერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა აღდგეს და პუტინთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ.

ნონიაშვილის შეფასებით, სინამდვილეში, ინაშვილის სახელით ქართული ოცნება ლაპარაკობს. 

"ნატოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა, ყოველგვარი ერთობლივი წრთვნა არის ჩვენთვის უფრო მეტი უსაფრთხოება, სამწუხაროდ, ირმა ინაშვილი ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ვის სატელიტს წარმოადგენს ირმა ინაშვილი, მისი სახელით სინამდვილეში ქართული ოცნება ლაპარაკობს, სამწუხაროდ, აქვე გაგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილი ამ წერილში მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, არა საქართველოს ხელისუფლებას ან ვინმე სხვა, არამედ რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, იმისთვის რომ მან დახმარების ხელი გამოიწვდინოს და საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს. მე მგონია, რომ ეს კოლაბორაციონისტული პოზიციაა". – ამბობს ნონიაშვილი. 

პატრიოტთა ალიანის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა. ამის შესახებ პრორუსმა პოლიტიკოსმა FACEBOOK-ზე დაწერა. მისი აზრით, "დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა". 

კომენტარები