IRI-ს კვლევა

კალაძე IRI-ზე: გულწრფელად გეტყვით, არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი

მე აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ყოველდღიური შეხვედრები, რომლებიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან ფაქტობრივად ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრა, რომლებიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის კომუნიკაცია მქონდა ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი. 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 58%-ისთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა თბილისის მერი კახა კალაძეა, ხოლო მესამე ადგილზე, 56%-ით, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა.

კომენტარები