IRI-ს კვლევა

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის 79% ქვეყნის ყველაზე დიდ საერთაშორისო საფრთხედ რუსეთს ასახელებს

benjielayug.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, გამიქვეყნდა, მოსახლეობის 79% ქვეყნის ყველაზე დიდ საერთაშორისო საფრთხედ რუსეთს ასახელებს, 15% კი თურქეთს.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებია საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, მოსალეობის 44% აშშ-ს ასახელებს, ასევე 44%-ის მიიჩნევს, რომ ეს ევროკავშირია. 23%-ისთვის უკრაინაა, 22%-ისთვის თურქეთი. ხოლო, თუ რომელი ქვეყნისაა საქართველოსთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხე, მოსახლეობის 71% რუსეთს ასახელებს.

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები