IRI-ის კვლევა

IRI: 60% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა

აშშ-ის დროშა

დღეს, 2 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 60% თვლის, რომ  საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, 56%-ის აზრით – ევროკავშირი. 

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია: 

  • უკრაინა - 32%
  • აზერბაიჯანი - 15%
  • რუსეთი - 11%
  • თურქეთი - 10%
  • სომხეთი - 5%
  • ჩინეთი - 4%
  • ირანი - 1%
  • არცერთი - 3%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 4%

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

    კომენტარები