IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის 64%-ისთვის ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ქვეყანაში ყველაზე მთავარ პრობლემად ეკონომიკურ მდგომარეობას და უმუშევრობას ასახელებს. ამავე კითხვაზე, მოსახლეობის 45%-ისთვის ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ეკონომიკური პრობლემა, ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასებია ჩამოთვლილი. 22%-ისთვის კი ქვეყანაში მთავარი პრობლემა სიღარიბეა.

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები