IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა.

კითხვაზე, "მხარს უჭერთ, თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ", 29% პასუხობს, რომ ცალსახად მხარს უჭერს, 22% კი – მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს. მოთხოვნას სრულად ეწინააღმდეგება 27%, ხოლო ნაწილობრივ – 12%. მოსახლეობის 10%-ს პასუხი არ აქვს ან არ იცის. 

ქართული ოცნების მომხრეების 67% სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეების 82% ცალსახად ან მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. 

კვლევა ჩატარდა 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები