ფარული მოსმენები

კობახიძე სუს-ის დოკუმენტებზე: არის ნ.გ.-ს ფანტაზიის ნაყოფი

ნ.გ.-ს [ნიკა გვარამია] ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომლებიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როდესაც ისინი უსმენდნენ ტოტალურად ჩვენს საზოგადოებას, ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა. მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის ბუნებრივია ქართულ საზოგადოებაში. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს 1 აგვისტოს მთავარი არხის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა. 

კომენტარები