შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

კულტურის სამინისტროსთან, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დემონტაჟისა და ექსპონატების გადატანის გასაპროტესტებლად, არტისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პროცესის არაგამჭვირვალედ წარმართვაზე საუბრობენ და კომისიის შექმნას ითხოვენ.

"სადღაც კაბინეტში, დახურული კონსულტაციების შედეგად არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. საზოგადოებას აქვს უფლებაც და ვალდებულებაც, დაიცვან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და მე დარწმუნებული ვარ, ეს თემა ასე დახურულად, არაგამჭვირვალედ, დაუსაბუთებლად, ისე, რომ არ იყოს საზოგადოება ჩართული და არ გვქონდეს სრული გარანტიები იმისა, რომ ეროვნული მემკვიდრეობა იქნება დაცული ძალიან მაღალი სტანდარტით, ამის გარეშე ეს პროცესი წინ არ უნდა წავიდეს". – თქვა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. 

მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. ზრუნვა კი შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყეს. 

კომენტარები