ეკონომიკური ზრდა

ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს

პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც შეადგინა 18,7%. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა.

მე ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45% -იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ახლა უკვე ივნისში დაფიქსირდა 18,7%-იანი მაჩვენებელი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%, 6 თვეში ჩვენ ეკონომიკის ასეთი უპრეცედენტო ზრდა გვქონდა.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკური კლების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები