ტოკიოს ოლიმპიადა

ალექსანდერ ზვერევმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

Eurosport

ტოკიოს ოლიმპიადის კაცთა ჩოგბურთის ტურნირი ალექსანდერ ზვერევის გამარჯვებით დასრულდა. მეოთხე ჩოგანმა რუსი მეტოქე კარენ ხაჩანოვი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი სეტი გერმანელმა სპორტსმენმა ორმაგი ბრეიქით, 6:3 მოიგო. მეორე სეტში ხაჩანოვმა მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო და თამაში 6:1 ანგარიშით დასრულდა. 

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ზვერევმა ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჯერემი შარდი და მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დაამარცხა. გერმანელი სპორტსმენისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშებია, 2016 წელს ჩოგბურთელმა ოლიმპიადა ტრავმის გამო გამოტოვა.

კაცთა ჩოგბურთს ტურნირში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შედეგად, ბრინჯაოს მედალი ესპანელმა პაბლო კარენო ბუსტამ მოიპოვა. 

კომენტარები