აშშ-რუსეთი

ბაიდენი რუსეთის ეკონომიკაზე: პუტინს სერიოზული პრობლემა აქვს, ეს მას უფრო სახიფათოს ხდის

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი. ჟენევა, 16 ივნისი 2020.
Mikhail Metzel/Tass/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკური პრობლემები ვლადიმირ პუტინს უფრო სახიფათოს ხდის. რუსეთთან ურთიერთობაზე ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას ისაუბრა.

"მე შევხვდი პუტინს. მას აქვს რეალური პრობლემა. ის მართავს ეკონომიკას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები და მეტი არაფერი. მეტი არაფერი. მათი ეკონომიკა რა, რომელია მსოფლიოში მერვე ყველაზე მცირე? ყველაზე დიდი მსოფლიოში? პუტინმა იცის, რომ რეალური პრობლემა აქვს, რაც, ჩემი აზრით, უფროს სახიფათოს ხდის მას" –  თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება დეზინფორმაციას ავრცელებს, რათა გავლენა იქონიოს აშშ-ს 2022 წლის კონგრესის არჩევნებზე. 

"შეხედეთ, რას აკეთებს რუსეთი 2022 წლის არჩევნებზე დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენი სუვერენიტეტის ცხადი დარღვევაა" – თქვა ბაიდენმა.

თავის გამოსვლაში აშშ-ს ლიდერმა კიბერუსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, თუ აშშ ნამდვილ ომში აღმოჩნდებოდა დიდ მსოფლიო ძალასთან, ეს, შესაძლოა, კიბერშეტევის შედეგი იყოს.

კომენტარები