ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ერთი კვირის განმავლობაში პორტალზე Pfizer-ის დოზები მნიშვნელოვნად დაემატება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პორტალზე Pfizer-ის დოზები ერთი კვირის განმავლობაში დაემატება. 

"ფაიზერის დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში“. – უთხრა გამყრელიძემ ინტერპრესნიუსს.

28 ივლისის დილის მონაცემებით, booking.moh.gov.ge-ზე ფაიზერის ვაქცინის 629 დოზაა გამოტანილი - მხოლოდ ოზურგეთსა და დედოფლისწყაროში. 

ამერიკის ნაჩუქარი 250 000 ადამიანის სამყოფი ფაიზერიდან დაახლოებით 150 000 დოზა პირველივე დღეებში დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგში კიდევ 100 000 დოზა აქვს. გარდა ამისა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, კომპანიისგან ნაყიდი მილიონი დოზა ფაიზერიც თვენახევრის მანძილზე, ყოველ შაბათ-კვირას, ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს.

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3.8%-ია ორჯერადად აცრილი.

კომენტარები