კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქორწილები, ქელეხები, დიდი თავშეყრა აკრძალულია, აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება

დიდი თავშეყრის ადგილები უნდა აიკრძალოს, ესაა ქელეხი, წვეულება, კონცერტები, ეს ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისად პრევენტირებული. აუცილებელი იქნება საზღვარზე კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს ინფიცირებული ადამიანი ქვეყანაში და რაც მთავარია, აქ მეტი ადგილის მობილიზირება, სასტუმროებში განსაკუთრებით.

ქორწილები, ქელეხები აკრძალულია ისედაც, დიდი ადამიანების თავშეყრა, მაგრამ ამას არ იცავენ, ამიტომ აქ აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია.

 

კომენტარები