ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალის სრული პროგრამა ცნობილია

El Pais

ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალის სრული პროგრამა ცნობილია. წლევანდელ პროგრამაში ისეთი სახელოვანი რეჟისორები მოხვდნენ, როგორებიც არიან პედრო ალმოდოვარი, ჯეინ კემპიონი, ანა ლილი ამირპური, პოლ შრედერი, პაოლო სორენტინო.

წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე სამხრეთკორეელი რეჟისორი ბონ ჯუ ჰო იქნება. ჟიურის სხვა წევრები რეჟისორები – ქლოე ჟაო, ალექსანდრ ნანაუ, სავერია კოსტანცო, ასევე, მსახიობები – ვირჟინი ეფირა, სინტია ერივო და სარა გადონი არიან.

არასაკონკურსო პროგრამაში მოხვდა ფილმები Dune, One Night In Soho, Halloween Kills.

2021 წლის ვენეციის კინოფესტივალის სრული პროგრამა კი ასე გამოიყურება:

ძირითადი პროგრამა

Americana Latina, იტალია, რეჟ. დამიანო და ფაბიო დ'ინოჩენცოები

La Caja, მექსიკა, რეჟ. ლორენცო ვიგასი

Captain Volkonogov Escaped, რუსეთი, რეჟ. ალექსეი ჩუპოვი და ნატალია მერკულოვა

The Card Counter, აშშ, რეჟ. პოლ შრაიდერი

Freaks Out, იტალია, ბელგია, რეჟ. გაბრიელ მენეტი

È stata la mano di Dio, იტალია, რეჟ. პაოლო სორენტინო

L'Événement, საფრანგეთი, რეჟ. ოდრი დივანი

Il buco, იტალია, რეჟ. მიქელანჯელო ფრამანტინო

Żeby nie było śladów, პოლონეთი, რეჟ. იან მატუშინსკი

The Lost Daughter, აშშ, რეჟ. მეგი ჯილენჰოლი

Illusions Perdues, საფრანგეთი, რეჟ. ქსავიერ ჯიანოლი

Mona Lisa and the Blood Moon, აშშ, რეჟ. ანა ლილი ამირპური

Competencia Oficial, ესპანეთი, რეჟ. გასტო დუპრა და მარიანო კონი

On the Job 2: The Missing 8, ფილიპინები, რეჟ. ერიკ მატი

Madres paralelas, ესპანეთი, რეჟ. პედრო ალმოდოვარი

The Power of the Dog, დიდი ბრიტანეთი, რეჟ. ჯეინ კემპიონი

Sundown, მექსიკა, რეჟ. მიშელ ფრანკო

Quo rido io, იტალია, ესპანეთი, რეჟ. მარიო მარტონე

Reflection, უკრაინა, რეჟ. ვალენტინ ვასიანოვიჩი

Spencer, აშშ, რეჟ. პაბლო ლარენი

არასაკონკურსო ჩვენებები

Dune

Halloween Kills

The Last Duel

Last Night in Soho

ვენეციის კინოფესტივალი პირველ სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.

 

კომენტარები