ვენეციის კინოფესტივალი

ჯიმ ჯარმუშის ტრიუმფი – ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

2025 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა.

რიგით 82-ე ფესტივალის გამარჯვებული ამერიკელი რეჟისორი ჯიმ ჯარმუში გახდა, რომელმაც თავისი ახალი ნამუშევარი Father Mother Sister Brother წარადგინა.

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი კატეგორიების გამარჯვებულები არიან:

  • ფესტივალის მთავარი ჯილდო ოქროს ლომი – Father Mother Sister Brother, რეჟ. ჯიმ ჯარმუში;
  • ჟიურის გრანპრი – The Voice of Hind Rajab, რეჟ. კაუტერ ბენ ჰანია;
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – Below the Clouds, რეჟ. ჯანფრანკო როსი;
  • ვერცხლის ლომი – The Smashing Machine, რეჟ. ბენი საფდი;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – სინ ჟილეი ფილმისთვის The Sun Rises on Us All;
  • საუკეთესო მსახიობი კაცი – ტონი სერვილო ფილმისთვის La Grazia;
  • საუკეთესო სცენარი – ვალერი დონძელი და ჟილ მარშანი ფილმისთვის At Work;
  • მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო – ლუნა ვედლერი ფილმისთვის Silent Friend;

ფესტივალის საპატიო ჯილდოები გადაეცათ გერმანელ რეჟისორ ვერნერ ჰერცოგს და ამერიკელ მსახიობ კიმ ნოვაკს.

ვენეციის 2025 წლის კინოფესტივალის სხვა კატეგორიებში გამარჯვებულების სანახავად ეწვიათ ამ ბმულს.

კომენტარები