ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 26 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და ერისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის, ტოლსტოის, მოსე გოგიბერიძის, ნოე ჟორდანიას და სანაპირო ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III  კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I კვარტლის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვლადიმერ ლობჟანიძის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ), ტაბახმელას (ნაწილობრივ) და თელეთი (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდ დასახლების 7, 8, 10, 11, ქუჩების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის, კალოუბნის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქართველიშვილის და ოთარ ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, საირმის გორის, კარტოზიას, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, ცინცაძის, შევარდენიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები