ვაქცინაცია საქართველოში

აშშ-ს მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვა

აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი Covid-19-ის ვაქცინა Pfizer-ის 500 000 დოზა შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტი, რომ აშშ საქართველოს რამდენიმე ასეულ ათას დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემდა 2 ივლისს განაცხადა. 17 ივლისს პრემიერმინისტრმა ჯარის ქალაქის მონახულების დროს, დააზუსტა აშშ-ს მიერ ნაჩუქარი ვაქცინის დოზების რაოდენობა. მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

ჯერ კიდევ ივნისში, ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტის დროს, სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინის დოზებს აჩუქებდა, თუმცა უცნობი იყო დოზების რაოდენობა და საჩუქრად განკუთვნილი ვაქცინის მწარმოებელი კომპანია.

კომენტარები