არჩევნები 2021

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" – კახა კალაძის ახალი სლოგანი

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" – ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ Facebook ლაივში ახალი სლოგანი წარადგინა. კალაძემ ამით ჩაანაცვლა მისი წინა სლოგანი, "სიცოცხლით სავსე ქალაქი" .

20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა და დახია. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებს მასზე უძალადიათ. "ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი, სამარცხვინოები, ნაძირალები" - ამ სიტყვებით კი ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ მიმართა.  

კომენტარები