უნგრეთი

უნგრეთში ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება

ვიქტორ ორბანი
Reuters

უნგრეთში ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ისაუბრა. ორბანმა რეფერენდუმის შესახებ ინფორმაცია ბუდაპეშტის პრაიდის ღონისძიებამდე სამი დღით ადრე გაავრცელა. პრაიდის ღონისძიება შაბათს, 24 ივლისს არის დაგეგმილი.

უნგრეთში ახალი ანტი-ლგბტ კანონი ძალაში 15 ივნისს შევიდა. უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში არასრულწლოვანთათვის სექსუალურ და გენდერულ უმცირესობათა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება პროპაგანდად ითვლება და იკრძალება. 

კანონის მიღებას ევროკავშირის მხრიდან აქტიური კრიტიკა მოჰყვა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით კანონი სამარცხვინო და დისკრიმინაციულია.

"ევროკომისია ყველა კანონიერ უფლებამოსილებას გამოიყენებს, რათა ევროკავშირის ყველა მოქალაქის უფლებები გარანატირებული იყოს". – დაწერდა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის და 2020 წელს მიღებული კანონის გამო, რომელიც სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს, ევროკომისიამ სექსუალური და გენდერული უმცირესობების დისკრიმინაციის გამო უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო.

კომენტარები