ჟურნალისტებზე ძალადობა

ოცნების დეპუტატი ჟურნალისტს: ხალხისგან წამოსული აგრესია თქვენგან მოდის, ისეთებს აშუქებთ

ვეთანხმები კახის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ძალადობთ. ძალადობა მაინცდამაინც ხელების გადაგრეხვა ხომ არაა და ჩხუბი. თქვენ ძალადობთ, როცა ცრუ ინფორმაციებს ავრცელებთ და ეს აგრესია, რაც წამოვიდა ხალხისგან, თუმცა ეს არის ძალიან დასაგმობი, ჩვენმა მთავრობამ და პარლამენტმა ეს დაგმო, მაგრამ, ეს ყველაფერი მოდის თქვენგან, იმიტომ, რომ ისეთ რაღაცებს აშუქებთ, რომელიც საერთოდ გარტყმაში არაა რეალობასთან. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ტვ. პირველის ჟურნალისტს. 

20 ივლისს კახა კალაძემ მედიაზე საუბრისას თქვა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში". 

 

კომენტარები