ჟურნალისტებზე ძალადობა

ზარქუა: მოძალადეები არიან ჟურნალისტებიც, როცა აპრიორი არასწორი ხარ და სიცრუეს ტირაჟირებ

მოძალადეები მარტო პოლიტიკოსებში არ უნდა ეძებოთ, მოძალადეები არიან, მათ შორის ჟურნალისტებშიც, მათ შორის რიგით მოქალაქეებშიც. კრიტიკული მედია სხვა არის. კრიტიკული მედია და ობიექტური განცხადება სწორია და განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ, როდესაც შენ სიცრუის ტირაჟირებას ახდენ და როცა აპრიორი არასწორი ხარ, აი, ამაზეა საუბარი და მე მაქვს უფლება, რომ ინტერვიუ არ მოგცეთ.

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 20 ივლისს კახა კალაძემ მედიაზე საუბრისას თქვა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში". 

კომენტარები