ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 20 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის,  ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის   მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მარუხის გმირთა, მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, არაყიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), სოფელი კუმისის (ნაწილობრივ), დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და ფუნიულიორის პლატოს მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები