ჟურნალისტებზე ძალადობა

ბათუმში სასტუმროსთან, სადაც პრემიერია, მედიაკოალიცია აქციას მართავს

ტაბულა

ბათუმში, სასტუმროსთან, სადაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება, მედიაკოალიცია აქციას მართავს.  აქციას მოქალაქეები და აქტივისტებიც შეუერთდნენ. 

აქციის მონაწილეები 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების დასჯას და ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. 

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან  მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

მეორე პანელზე კი წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე. 

კომენტარები