საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18194 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 848 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 231 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.66%, ბოლო 14 დღის - 4.6%, ბოლო 7 დღის - 4.92%.
19 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 388 329 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 366 250 გამოჯანმრთელდა, 5 566 გარდაიცვალა.





