ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის 60-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც 19 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 19 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანულას დასახლების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ელიას მთის, შანდორ პეტეფის, მამისაანთუბნის, აშოტ კურაპალატის, ყაუჩიშვილის, შალვა მშველიძის, დავითაიას, პატარიძის, ღვალაძის, აჩაბეთის, წყალსადენის, გიორგი დეკანოზიშვილის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, გორის, ფიფიების და ცაბაძის ქუჩების  მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბეს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, ტრანსპორტის, თორნიკე ერისთავის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და საირმის  ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, გულბანის და რაფავას ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები