ჟურნალისტებზე ძალადობა

ღუდუშაური ჟურნალისტებს: ჩვეულებრივი პროვოკატორები, სამარცხვინოები ხართ

თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროვოკატორები, ამასთან ერთად, გარდაცვლილი ადამიანით ვაჭრობთ. სამარცხვინოები ხართ.

მიმართავს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებს. მედიის პროტესტისა და გადმოფენილი ბანერის გამო პარლამენტში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ადაიდო. მანამდე, გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს - მათ ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ბენარები გაშალეს.

კომენტარები