ჟურნალისტებზე ძალადობა

დეკანოიძე: არ ვაპირებთ, რომ გომელაურმა წყნარ ვითარებაში ჩაატაროს ტყუილების მოხსენება

ამ შემთხვევაში, არანაირ დისკუსიაში შესვლას გომელაურთან აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გომელაურმა წყნარ ვითარებაში, კონდიცირებულ დარბაზში ჩაატაროს თავისი ტყუილების მოხსენება. ჩვენ ვეტყვით თქვენს [ჟურნალისტების] სათქმელს, იმიტომ, რომ ჟურნალისტებს არ უშვებენ.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე. საქართველოს პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გაიმართება.

კომენტარები