ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: Pfizer ითხოვს, რომ II დოზები დარჩეს მარაგში, ამიტომ გავხსენით რეგისტრაცია ნახევარზე

გუშინ გაიხსნა ნახევარი იმისა, რაც ჩამოვიდა, ეს არის პრინციპი მოწოდების სქემის, ამ შემთხვევაში აუცილებლად მომწოდებელი ითხოვს, რომ გარანტირებულად მეორე დოზები მარაგში უნდა დარჩეს, ეს დაემატება და ჩვენ აღარ მოგვიწევს... აუცილებლად მოახერხებს ყველა დარეგისტრირებას, ვისაც ეს სჭირდება. მილიონი დოზის ფარგლებზე ვსაუბრობთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედის ეთერში. ფაიზერის 28 000 დოზა საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა, რეგისტრაცია იმავე დღეს დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში ვაქცინაციის საიტი არ ან შეფერხებით მუშაობდა. დღის ბოლოსთვის ყველა ადგილი შევსებული იყო. 

კომენტარები