ვაქცინაცია

გამყრელიძე: ივლის-აგვისტოში, დიდი ალბათობით, ფაიზერის 500-600 000 დოზა გვექნება

ასეა ფაიზერთან ხელშეკრულებით, რომ ყოველკვირეულად გარკვეული დოზები [შემოვა], მეორე კვირაში ვიცით, რომ კიდევ დამატებით, დაახლოებით, ამ მოცულობის უნდა შემოვიდეს. ივლისის ბოლოს უკვე უნდა იყოს ფაიზერის სერიოზული შემოსვლა. ივლის-აგვისტოში ჩვენ, დიდი ალბათობით, გვექნება სადღაც 500-600 000 დოზა ფაიზერი. დანარჩენი თანდათანობით გაგრძელდება შემოსვლა და სადღაც ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში უნდა იყოს მილიონზე ბევრად მეტი ფაიზერის დოზა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში დღეს, 14 ივლისს, შემოვიდა.

კომენტარები