ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 15 მილიონს ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

364-დღიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ 52.7 მილიონი ლარი შეადგინა, აუქციონში მონაწილეობა კი ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.97%-ით, მაქსიმალური – 9.12%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008%-ით განისაზღვრა.  

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა. 

კომენტარები