ოპერატორის გარდაცვალება

გახარია: ძალადობისკენ მოწოდება ეკლესიისგან მიუღებელია, ისევე როგორც ეკლესიაზე ძალადობა

ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება... ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გავლენა ამ ქვეყანაში და ეს არ მომხდარა დღეს, ეს ისტორიულად ასე იყო და ისტორიულად ასე იქნება. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული მამაოების გამოთქმების ეკლესიაზე განზოგადება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიიდან იქნება ეს თუ სხვა, ასე ვთქვათ, სხვა ინსტიტუციებიდან იქნება, ნებისმიერი სახის მოწოდება, ძალადობისკენ მოწოდება, რა თქმა უნდა, დასაგმობია. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ვინმემ, განსაკუთრებით ეკლესია, ერთ ადამიანს მოუწოდებდეს მეორე ადამიანის ფიზიკური, ძალადობის საშუალებით რაიმე მიზნის მისაღწევად. ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ არ უნდა წავიდეთ მეორე უკიდურესობაში და ეს განვაზოგადოთ ეკლესიაზე.  ეს რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს. ეს რადიკალობა გვიქმნის იმ მდგომარეობას, როდესაც ორ უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ. არ შეიძლება ასე, ეს არის რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკურ ველზეც გავაკეთოთ. შეუძლებელია, ერთი მხარე მეორე მხარეს ადანაშაულებდეს ყველაფერში და მტერს და მოღალატეს ეძახდეს. ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია. 

კომენტარები