ფლანგვის დეტექტორი

GMC: საპატრიარქოს უძრავი ქონება უფრო დიდია, ვიდრე მონაკო, ვატიკანი, ნაურუ ერთად

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2013-2019 წლებში საშუალოდ საპატრიარქო ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სარეზერვო ფონდიდან. ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი უფრო დიდია, ვიდრე მონაკოს, ვატიკანის, ნაურუსა და ტუვალუს ფართობი ერთად აღებული, 2013 წლიდან მოყოლებული კი სახელმწიფომ საპატრიარქოს 225 მილიონი ლარი მისცა.

2013-2021 წლებში საპატრიარქოს დაფინანსება 4-ჯერ აღემატებოდა სახალხო დამცველის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, სხვადასხვა დროს ეკლესია 44 კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა, რომელთა საქმიანობაც მათ შორის ნავთობის იმპორტთან და ალკოჰოლის წარმოებასთან იყო დაკავშირებული.

კომენტარები