ვაქცინაცია

გაბუნია: უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა

დღეს ქვეყანაში მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკის ვაქცინა მობილიზებულია [...] უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელიც გვაქვს – სინოვაკი, სინოფარმი და ასტრაზენეკა არის დადასტურებული ეფექტურობის და თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, რომ მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ,

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები