ჟურნალისტებზე ძალადობა

სანაია: რუსთაველს არავის დავუთმობთ, დავრჩებით აქ და ჩავიბარებთ პრემიერის გადადგომას

კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც დღეს შეაგინა მთელ მედიას და ჩვენ ამას არ გაპატიებთ. მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ არსად წავიდოდა, სად არის ის დღეს? - არ არის თანამდებობაზე, ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერმინისტრის გადადგომას...

..ჩვენ არასოდეს დავიღლებით, ვიდრე არ მივაღწევთ ამ შედეგს, თქვენ არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე, თქვენ ვინმეში არ შეგეშალოთ ქართული მედია, რომელიც დაგამთავრებთ, რომელიც პრემიერმინისტრს დღევანდელ სახეს შეუცვლის, იმ უტიფარ სახეს, რომლითაც ჩვენ კიდევ გვემუქრებიან...

...ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ, ჩვენ დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე, თქვენ არ იცით, რა არის ქართული მედია, ეტყობა. ქართულო ოცნებავ, კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ

ფორმულას წამყვანი ვახო სანაია რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე. ორკების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრს გადასადგომად ვადა 12 ივლისის 12:00-მდე მისცეს. ირაკლი ღარიბაშვილი არათუ გადადგა, მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა "ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ ძალებს" დააკისრა, ხოლო კრიტიკულ მედიას "სააკაშვილის მართული უწოდა".

კომენტარები