ოპერატორის გარდაცვალება

ლექსო ლაშქარავას დედა: რაო, არ გვიცემიაო? ეს დამტვრეული ძვლები ფონიჭალამ გააკეთაო?

ჩემს შვილთან რა უნდათ?! ნარკომანი იყო? ამის დამტკიცება უნდათ? არ გვიცემია და ფონიჭალამ გააკეთაო ესენიო? ეს დამტვრეული ძვლები ვინ გააკეთაო?

ანტიბიოტიკებს ვუკეთებდი, მეტს არაფერს და თვალში რაღაც სამნაირს ვუწვეთებდი. ძალით წაიყვანეს, რატომ? ნარკოლოგი ვარ მე, ხო მაგისთვის წაიყვანეს, მე ლაპარაკის თავი არ მქონდა, მაგრამ... 

როგორ კაცო? რაღაც რო აღმოჩნდებოდა, რათ უნდა მაგას ლაპარაკი, ჩემი შვილისთვის ხომ სულერთია... ჩემთვისაც სულერთია, მე მკვდარი დედა ვარ, ჩემი შვილიშვილისთვის აკეთებენ, რომ ვინმემ წამოაძახოს?! 

ამბობს ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

კომენტარები