ოპერატორის გარდაცვალება

ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ლაშქარავას გარდაცვალებით, ვგმობ ყველა სახის ძალადობას

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მაიკე ვან კოლდამი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას twitter-ზე გამოეხმაურა. ვან კოლდამის თქმით, ის უერთდება ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას და გმობს ძალადობას ჟურნალისტებზე და ასევე ჰომოფობიით ინსპირირებულ ძალადობას.

"ჩემი სრული მხარდაჭერა ამ [კარლ ჰარცელის] განცხადებას. შოკირებული ვარ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც თავს დაესხნენ 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდის მოვლენების დროს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვგმობ ყველა სახის ძალადობას, მათ შორის, როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე ჰომოფობიით ინსპირირებულ ძალადობას". – წერს მაიკე ვან კოლდამი


 



ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. ელჩი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

 ლაშქარავას გარდაცვალებას ასევე გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მის ოჯახს უსამძიმრებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო 5-6 ივლისის ძალადობებში ან წააქეზა აგრესიული ქმედებები, ყველა უნდა წარდგეს კანონის წინაშე.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები