ოპერატორის გარდაცვალება

ლიტვის საგარეო ლაშქარავაზე: მთავრობამ დაუშვას ტრაგიკული დაღუპვის დამოუკიდებელი გამოძიება

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 5 ივლისს ორკების მიერ ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვას საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. 

"საქართველოში ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ შოკისმომგვრელი და მიუღებელია. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და უნდა დაუშვას ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული სიკვდილის დამოუკიდებელი გამოძიება. ყველა სხვა გზა მიუღებელია საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები