კორონავირუსი საქართველოში

Covid 19 საქართველოში – ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მაღალია

CDC/Science Photo Library

ერთი კვირაა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.  ბოლო რამდენიმე დღეა, დადებითობის მაჩვენებელი თითქმის ყოველდღე სცდება 4%-ს, 6 ივლისს კი, ეს მონაცემი 5%-ზე მაღალი იყო.

შედეგად, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე 4.07%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის - 3.67%.

1 მილიონ მოსახლეზე ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით, ასევე, სიკვდილიანობის რიცხვით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველო აცრების ტემპით ასეულშიც არაა. 100 კაცზე გაკეთებული დოზების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში 116-ე ადგილზეა, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 3%.

კომენტარები