ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: Pfizer-ი ივლისის მეორე ნახევარში შემოვა

დღეს მიმდინარეობს აცრები სინოფარმით. სინოვაკზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. რამდენიმე დღეში გაიხსნება, დარწმუნებული ვარ, ასტრაზენეკაზე რეგისტრაცია. კიდევ, როგორც მოგეხსენებათ,  თვის მეორე ნახევარში ფაიზერი შემოვა და ოთხი ვაქცინით დაიწყება აცრა ივლისის მეორე ნახევრიდან - ეს ერთის მხრივ დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე მხრივ კი ადამიანებს მეტი არჩევანის საშუალება ეძლევათ.

Pfizer-ის წინასწარი მონაცემები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ წინასწარ ვერ დავასახელებ, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება ღია ეთერში. პირველი პარტია შემოვა თანდათანაბით და Pfizer-ი ეტაპობრივად შემოვა, დაგვაკვირდებიან როგორი ინტენსივობა იქნება აცრების, მაგის მიხედვით მოგვაწოდებენ შემდგომ, ამიტომ ძალიან აქტიური უნდა ვიყოთ. მალე გაჟღერდება მოწოდების თარიღები. ეს იქნება მალე და შემდგომი პარტიების შემოსვლა ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები